სადოქტორო პროგრამის დასახელება: დემოგრაფია
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი დემოგრაფიაში
დადგენილების ნომერი №08 (დანართი №268)
პროგრამის განმახორციელებელი ერთეული: სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი
პროგრამის ხელმძღვანელი: პროფესორი ვაჟა ლორთქიფანიძე
სწავლების ენა: ქართული
სწავლების ხანგრძლივობა: 6 სემესტრი
პროგრამის მოცულობა: ECTS 30 კრედიტი
სავალდებულო სასწავლო კომპონენტი 25 ECTS კრედიტი
არჩევითი სასწავლო კომპონენტი 5 ECTS კრედიტი
დემოგრაფიის სადოქტორო პროგრამის მიზანია მაღალკვალიფიციური, საერთაშორისო აკადემიურ და კვლევით ბაზარზე კონკურენტუნარიანი, სპეციალისტის მომზადება, რომელსაც ხელეწიფება პრაქტიკულ სფეროში როგორც დამოუკიდებელი, ისე კოლექტიური საქმიანობის წარმართვა, ასევე დემოგრაფიული მეცნიერების განვითარებასა და მომავალი თაობის სპეციალისტთა აღზრდაში წვლილის შეტანა. ამ თვალსაზრისით, დოქტორანტურის დამთავრების შემდეგ სპეციალისტი უნდა იყოს:
საერთაშორისო პროფესიულ ქსელებსა და საზოგადოებებში თანამშრომლობისა და ახალი ცოდნის გენერირების შემძლე;
საფუძვლიანად უნდა იცნობდეს და ფლობდეს როგორც თანამედროვე დემოგრაფიულ კონცეფციებს, პარადიგმებსა და იდეებს, ასევე ზოგადად სამეცნიერო და ექსპერტულ მეთოდებსა და მიდგომებს;
მზად იყოს საქმიანობის წარმატებით წარმართვისთვის: სახელმწიფო დაწესებულებებში, არასამთავრობო სტრუქტურებსა და კერძო სექტორში, რომლებიც დემოგრაფიის სფეროში მოქმედებს და მას ასევე უნდა შეეძლოს შესაბამისი პროფილის საერთაშორისო ორგანიზაციებთან და კვლევით ცენტრებთან თანამშრომლობა.
დემოგრაფიის სადოქტორო პროგრამაზე ჩაბარების მსურველს უნდა ჰქონდეს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული ხარისხი.
უცხო ენის B2 დონეზე ცოდნის დადასტურება გამოცდით ან შესაბამისი სერტიფიკატით; გასაუბრება სპეციალობაში და
სადოქტორო კვლევითი პროექტის (პროსპექტუსი) გეგმა (დანართი N1), რომელსაც წარმოადგენს დოქტორნატურაში ჩაბარების მსურველი გასაუბრებაზე.
კურსდამთავრებული აცნობიერებს თანამედროვე დემოგრაფიული მეცნიერების როგორც თეორიული ასევე პრაქტიკული ხასიათის მიღწევებს და მას შეუძლია:
• არსებული ცოდნის ხელახალი გააზრებისა და ნაწილობრივ გადაფასების გზით ცოდნის განახლება და გაფართოება;
• ჩვენი ქვეყნის დემოგრაფიული პრობლემების გამოსწორების მიზნით ეფექტური დემოგრაფიული პოლიტიკის ღონისძიებების შემუშავება;
• დემოგრაფიის სფეროში ინოვაციური კვლევის დამოუკიდებლად დაგეგმვა, განახორციელება და ზედამხედველობა;
• შეიმუშაოს ახლებური კვლევითი და ანალიტიკური მეთოდები და მიდგომები, რომლებიც ახალი ცოდნის შექმნაზეა ორიენტირებული და აისახება საერთაშორისო რეფერირებად პუბლიკაციებში;
• სათანადო ინფორმაციის საფუძველზე დემოგრაფიული მოვლენების განვითარების ტენდენციათა გაანალიზება;
• ცალკეული ქვეყნების მიხედვით გატარებული დემოგრაფიული პოლიტიკის გამოცდილებათა გათვალისწინებით, ქვეყნის მდგრადი განვითარებისთვის საჭირო ოპტიმალური დემოგრაფიული პოლიტიკის შემუშავება;
• დემოგრაფიის სფეროში ახალი, რთული და წინააღმდეგობრივი იდეებისა და მიდგომების კრიტიკული ანალიზი, სინთეზი და შეფასება, რითაც მოხდება ახალი მეთოდოლოგიის შემუშავების/განვითარების ხელშეწყობა;
• პრობლემის გადაჭრისთვის სწორი და ეფექტური გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღება;
• დემოგრაფიის სფეროში ახალი ცოდნის არსებულ ცოდნასთან ურთიერთკავშირში დასაბუთებულად და გარკვევით წარმოჩენა, ასევე საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებასთან თემატურ პოლემიკაში უცხოურ ენაზე ჩართვა;
• დემოგრაფიის სფეროში უახლეს მიღწევებზე დამყარებული ცოდნიდან გამომდინარე, ახალი იდეების ან პროცესების განვითარების მზაობა სწავლისა და საქმიანობის, მათ შორის, კვლევის პროცესში;
• ღირებულებათა დამკვიდრების გზების კვლევა და მათ დასამკვიდრებლად ინოვაციური მეთოდების შემუშავება.
სადოქტორო პროგრამის კურსდამთავრებულები შესაძლოა დასაქმდნენ უმაღლეს საგანმანათლებლო ან კვლევით დაწესებულებებში; ასევე იმ სახელმწიფო, საზოგადოებრივ და კერძო სტრუქტურებში (ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროები, სტატისტიკის ეროვნული სამსახური და სხვ.), რომლებიც საქმიანობენ დემოგრაფიის სფეროებში; დასაქმება შესაძლოა აგრეთვე არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მსხვილ საერთაშორისო ბიზნეს-კომპანიებში, რომელთაც უკვე დღეს სჭირდებათ და მომავალში კიდევ უფრო დასჭირდებათ დემოგრაფიის, განსაკუთრებით კი რეგიონული დემოგრაფიისა და მიგრაციის სპეციალისტები.